Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტობის კანდიდატ აბდულა აბდულას თანამშრომლობისაკენ მოუწოდებენ


ავღანეთის საარჩევნო საჩივრების კომისია პრეზიდენტობის კანდიდატ აბდულა აბდულას მოუწოდებს, ითანამშრომლოს ოფიციალურ პირებთან, რომლებიც იძიებენ აბდულას ბრალდებას საპრეზიდენტო არჩევნების მასშტაბური გაყალბების შესახებ. კომისიის თავმჯდომარე აბდულ სატარ სადათმა 9 ივლისს ქაბულში განაცხადა, რომ აბდულა აბდულას საარჩევნო გუნდმა კომისიას უნდა გააცნოს არჩევნების გაყალბების ბრალდება ნაცვლად იმისა, რომ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადოს. საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, აბდულას მილიონამდე ხმით უსწრებს მისი მეტოქე, აშრაფ ღანი. მაგრამ აბდულამ 8 ივლისს საკუთარი თავი გამოაცხადა არჩევნებში გამარჯვებულად და არჩევნების მასშტაბური გაყალბების ბრალდებით გამოვიდა. ამასთან, აბდულამ მხარდამჭერებს მოუწოდა, ნუ გამართავენ საპროტესტო აქციებს 11 ივლისამდე - ანუ მანამდე, სანამ გაიმართება აბდულას შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით გამოწვეულ უკმაყოფილებაზე სასაუბროდ.

XS
SM
MD
LG