Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზის სექტორში იზრდება მსხვერპლის რაოდენობა


პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, 8 ივლისის შემდეგ ისრაელის საჰაერო დარტყმებს სულ მცირე 44 ადამიანი ემსხვერპლა. ასეთ ფონზე, ისრაელი აძლიერებს ღაზის სექტორზე საჰაერო იერიშებს, პალესტინელი ექსტრემისტების მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ რაკეტებით განხორციელებული თავდასხმების პასუხად. 2012 წლის შემდეგ კავშირები ასე დაძაბული არ ყოფილა ისრაელსა და ექსტრემისტულ, ჰამასის ისლამისტურ მოძრაობას შორის, რომელიც ღაზას აკონტროლებს. პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აბასმა 9 ივლისს ისრაელს ღაზაში „გენოციდის“ მოწყობაში დასდო ბრალი. ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ჰამასის წინააღმდეგ ზომები კიდევ უფრო გამკაცრდება. ისრაელი აცხადებს, რომ შეტევის 8 ივლისს დაწყების შემდეგ მისმა თვითმფრინავებმა ჰამასის 550 ობიექტზე მიიტანეს იერიში. ჰამასმა გააგრძელა ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტების სროლა და მიზანში დიდი ქალაქები ამოიღო, თელ-ავივის ჩათვლით. ისრაელის სამხედო სტრუქტურების ცნობით, ექსტრემისტებმა 9 ივლისს რაკეტები ისროლეს ისრაელის დიმონას ატომური რეაქტორის მიმართულებითაც. ისრაელი იმუქრება, რომ მის წინააღმდეგ რაკეტებით თავდასხმის გაგრძელების შემთხვევაში ღაზაში ქვეით ჯარს შეიყვანს.

XS
SM
MD
LG