Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბავშვო ბაღებში დასარეგისტრირებელი საიტი გათიშულია


საბავშვო ბაღებში დასარეგისტრირებელი საიტი kids.org.ge დღეს დილიდან გათიშულია. დღეს ამ საიტზე ბავშვების რეგისტრაცია უნდა დაწყებულიყო, თუმცა ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ბაღების სააგენტოს საიტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ახალი 2014-2015 სასწავლო - სააღმზრდელო წლისათვის, ბაგა ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ბავშვებისათვის, რომლებიც 2014 წლის 8 სექტემბრისთვის იქნებიან 2 წლის, ასევე, ბავშვები, რომლებსაც 8 სექტემბრისთვის არ შესრულებიათ 6 წელი.

XS
SM
MD
LG