Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სამი სამხედრო დაიღუპა


ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან შეტაკებებში დაიღუპა სამი და დაიჭრა 27 სამხედრო. უკრაინის არმიის განცხადებით, ერთი ჯარისკაცი მაშინ დაიღუპა, როცა მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს სამხედროთა სატვირთო მანქანას. კიდევ ორი ჯარისკაცი დონეცკთან ახლოს, დაჯავშნული მანქანის აფეთქებას ემსხვერპლა. 9 ივლისს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მოუწოდეს იმუშაოს კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავლის გამონახვაზე. საფრანგეთის განცხადებით, პოროშენკომ თქვა, რომ შეტევა „თავდაჭერილი“ იქნება, თუმცა დაიჩივლა, რომ ექსტრემისტები კვლავ მარაგდებიან იარაღით რუსეთიდან. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ ევროკავშირმა 11 ახალი სახელი დაამატა იმ პირთა სიას, რომლებსაც უკრაინის კრიზისის გამო სანქციები უნდა დაუწესდეს.

XS
SM
MD
LG