Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: ერაყში მეამბოხეების მიერ ხელში ჩაგდებული რეაქტორი არ წარმოადგენს „მნიშვნელოვან“ საფრთხეს


გაეროს ბირთვული სააგენტო აცხადებს, რომ, მისი შეფასებით, მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს ის ბირთვული მასალები, რომლებსაც ერაყში მეამბოხეები დაეპატრონენ. სააგენტო „როიტერსის“ კითხვის პასუხად ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა „პირველადი ინფორმაციის საფუძველზე, ვთვლით, რომ ხსენებული მასალები დაბალი ინტენსივობისაა და არ წარმოადგენს რისკის მნიშვნელოვან ფაქტორს უსაფრთხოების, ან ბირთვული იარაღის გავრცელების თვალსაზრისითო“. ერაყმა გაეროს 8 ივლისს წერილობით შეატყობინა, რომ ჩრდილოეთის ქალაქ მოსულში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში „ტერორისტულმა ჯგუფებმა“ ჩაიგდეს ხელში ბირთვული მასალები, რომლებიც განკუთვნილი იყო სამეცნიერო კვლევებისთვის. „როიტერსის“ კორესპონდენტი გაეცნო წერილს, რომელშიც გაეროში ერაყის ელჩი წერს, რომ საქმე ეხება ურანის შემცველ 40 კილოგრამამდე ნივთიერებებს. „ისლამური სახელმწიფოს“, წარსულში კი „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილი ჯგუფის ექსტრემისტებმა ჩრდილოდასავლეთ ერაყში არაერთი ტერიტორია ჩაიგდეს ხელში ბოლო ხანებში.

XS
SM
MD
LG