Accessibility links

logo-print

რუსეთი: დამატებითი სანქციები არამეგობრული ნაბიჯი იქნება


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ უკრაინის კრიზისის გამო რუსეთისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გაფართოება “არამეგობრული ნაბიჯი“ იქნება, რომელმაც შესაძლოა მოსკოვსა და ბრიუსელს შორის ორმხრივ თანამშრომლობაზე იქონიოს გავლენა. ევროკავშირის დიპლომატებმა 10 ივლისს განაცხადეს, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა 11 ახალი სახელი დაამატოს იმ პირების სიას, რომლებსაც აქტივების გაყინვა და მოგზაურობის აკრძალვა შეეხო. გავრცელებული ცნობებით, ახალი სანქციების სამიზნეს ძირითადად წარმოადგენენ აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი სეპარატისტი ლიდერები. რუსეთის, გერმანიის და საფრანგეთის ლიდერები 10 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარში უკრაინაში ახალი ზავის გამოცხადების მოწოდებით გამოვიდნენ. საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უთხრეს, რომ მნიშვნელოვანია სეპარატისტ მებრძოლებს არ მიეცეს რუსეთიდან უკრაინაში გადასვლის და იარაღის გადატანის საშუალება.

XS
SM
MD
LG