Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლელი მინისტრები აპირებენ, შეუერთდნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას


დასავლელი მინისტრები აპირებენ, შეუერთდნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებას ვენაში, სადაც ირანისა და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყნის წარმომადგენლები ცდილობენ ბირთვულ პროგრამაზე გრძელვადიანი შეთანხმების მიღწევას. ცნობების თანახმად, ოფიციალურ პირებს შორის, რომლებსაც 12 ივლისიდან ვენაში მოელიან, არიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ისევე როგორც საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრები. დიპლომატების ინფორმაციით, მოლაპარაკებაში შესაძლოა ჩაერთონ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩინეთის საგარეო უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელიც. ვენის მოლაპარაკებებზე მხარეების პოზიციებს შორის კვლავაც დიდი სხვაობაა. აშშ-ს სურს, რომ ირანმა მკვეთრად შეამციროს ურანის გამდიდრების პროგრამა, არადა ირანის დელეგაციის წარმომადგენლები ითხოვენ უფლებას, პირიქით, გაზარდონ ურანის გამდიდრების შესაძლებლობები. შეთანხმების მისაღწევ ბოლო ვადად განსაზღვრულია 20 ივლისი.

XS
SM
MD
LG