Accessibility links

ჯონ კერი დაუგეგმავი ვიზიტით ესტუმრა ავღანეთს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაუგეგმავი ვიზიტით ესტუმრა ავღანეთს. მისი ამოცანაა, განმუხტოს დაძაბული ვითარება, რომელიც ქვეყანაში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნებმა გამოიწვია. არსებობს რეალური საშიშროება, რომ დავა არჩევნების შედეგების გარშემო გადაიზარდოს ძალადობასა და ეთნიკურ დაპირისპირებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის განცხადებით, კერი შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტობის ორივე ძირითად კანიდადატს, აბდულა აბდულასა და აშრაფ ღანის, და ავღანეთის მოქმედ პრეზიდენტს ჰამიდ კარზაის. დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებულად ღანი გამოაცხადა. წინასწარი მონაცემებით, მან ხმათა 56 პროცენტი მოაგროვა. აბდულა, რომელმაც პირველ ტურში ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვა, უარს აცხადებს, აღიაროს მეორე ტურის შედეგები და ამ არჩევნებს ავღანეთის ხალხის წინააღმდეგ „შეთქმულებას“ უწოდებს.

XS
SM
MD
LG