Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძის სამების ტაძარში გადასვენების გამო მოძრაობა შეიზღუდება


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ცხედრის სამების საკათედრო ტაძარში გადასვენებასთან დაკავშირებით დღეს თბილისში შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, 12 საათიდან სატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით: კრწანისისა და გორგასლის ქუჩები, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, ბარათაშვილის ხიდი და აღმართი, ავლაბრის მოედანი, მესხიშვილის ქუჩა სამების ტაძრამდე. გარდა ამისა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის დღეს, 13 ივლისს, 9-დან 16 საათამდე, სრულად ჩაიკეტება მესხიშვილის ქუჩა. ედუარდ შევარდნაძე 7 ივლისს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG