Accessibility links

logo-print

„ამნესტი ინტერნეშნლი“: აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხს სცემენ და აწამებენ


ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, „ამნესტი ინტერნეშნლმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია აღმოსავლეთ უკრაინაში სასტიკი მოპყრობისა და წამების ფაქტებზე, რომელთა მსხვერპლად გვევლინებიან აქტივისტები და ჟურნალისტები. ორგანიზაციის ანგარიშში მოყვანილია მტკიცებულებები ადამიანის გატაცებისა და წამების შესახებ როგორც ხელისუფლების მხარდამჭერების, ისე სეპარატისტების მხრიდან, თუმცა, ორგანიზაციის ინფორმაციით, დანაშაულის უმეტესი წილი სეპარატისტებზე მოდის. ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მოტაცების შემთხვევათა უმეტესობა პოლიტიკურად არის მოტივირებული, მაგრამ ერთეულ შემთხვევებში ხალხს გამოსასყიდის მიღების მიზნითაც იტაცებენ.

XS
SM
MD
LG