Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ ჯონ ტეფტი დაასახელა რუსეთში აშშ-ის ელჩად


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის ელჩად დაასახელა გამოცდილი დიპლომატი ჯონ ტეფტი. ინფორმაცია ამის შესახებ ხუთშაბათს საღამოს გაავრცელა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა. ჯონ ტეფტი ცნობილი სპეციალისტია საბჭოთა კავშირისა და პოსტ-საბჭოთა ქვეყნების საკითხებში. 2005-2009 წლებში ის საქართველოში აშშ-ის ელჩად მუშაობდა, ხოლო 2009-2013 წლებში ამავე მოვალეობას ასრულებდა უკრაინაში. როგორც რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი იუწყება, მოსკოვში ჯონ ტეფტს „დიპლომატიურ დივერსანტსა“ და რეჟიმის შეცვლის საკითხების ექსპერტს უწოდებენ.

XS
SM
MD
LG