Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო მოსახლეობის მსოფლიო დღეს აღნიშნავს


დღეს, მოსახლეობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს წარმომადგენლობა მართავს შეხვედრას სტუდენტებთან. შეხვედრაზე ნაჩვენები იქნება ჟურნალისტ ვიკა ბუკიას ფილმი „დედობა ბავშვობაში“, რომელიც მოგვითხრობს საქართველოში ადრეული ქორწინების პრობლემაზე და გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მომზადდა. მოსახლეობის მსოფლიო დღის მთავარი თემა წელს ახალგაზრდებში ინვესტიციაა. ამ დღეს გაეროს მოსახლეობის ფონდის ინიციატივით, საქართველოში, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, გაიმართება დისკუსია, რომელზეც განხილულ იქნება ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული ისეთი თემები, როგორიცა: ახალგაზრდების განვითარების შესაძლებლობების გაზრდა, ახალგაზრდების განათლება, ახალგაზრდა გოგონების უფლებათა განმტკიცება ადრეული ქორწინების პრევენციისათვის და სხვა.

XS
SM
MD
LG