Accessibility links

logo-print

ჯონ კერი ავღანეთში პრეზიდენტობის კანდიდატებს ხვდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ავღანეთში ჩავიდა, სადაც ორ მეტოქეს აბდულა აბდულასა და აშრაფ ღანს შორის კვლავ გრეძლდება დაპირისპირება განმეორებით ტურის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიმართ უთანხმოების გამო. 14 ივნისს გამართული მეორე ტურის წინასწარი შედეგების თანახმად ღანის კანდიდატურას ხმა მისცა ამომრჩეველთა 56.44 %-მა, რასაც არ აღიარებს აბდულა აბდულა. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრაზე აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ იგი ემხრობა ხმების როგორც „ინტენსიურ ისე ექსტენსიურ“ აუდიტს. შესაძლოა, ოფიციალურ გადასინჯვას სამ მილიონამდე ბიულეტენი დაექვემდებაროს. პრეზიდენტობის კანდიდატის აბდულა აბდულას თანამებრძოლი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი მოჰამედ მოჰაკიკი დასაშვებად მიიჩნევს ერთი წლით გარდამავალი მთავრობის ფორმირებას, თუ ხმებთან დაკავშირებული დავა არ გადაწყდება.

XS
SM
MD
LG