Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა საქართველოს პასპორტს მომხიბვლელს გახდის ოკუპირებული რეგიონებისთვის


„ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის და უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისია“ - განაცხადა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისივე თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველო ევროინტეგრაციის ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა და ამ კურსმა საგარეო პოლიტიკის შემდეგ ქვეყნის შიდა პოლიტიკაშიც გადაინაცვლა. ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დააჩქაროს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმები, რომლებიც ითვალისწინებს ევროკავშირთან პოლიტიკურ დაახლოებასა და ეტაპობრივ ეკონომიკურ ინტეგრაციას. კონფერენციაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ არსებობს ყველა წინაპირობა, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა გრძელვადიან ჭრილში არ განიხილებოდეს. „ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას საქართველოსთვის პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რადგან ჩვენი ქვეყნის პასპორტი მომხიბვლელი გახდება ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვისაც“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG