Accessibility links

logo-print

გერმანიისა და აშშ-ის საგარეო უწყებათა ლიდერები ჯაშუშობის პრობლემაზე იმსჯელებენ


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ვენაში ირანის ბირთვული პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან ჯაშუშობის გამო ორ ქვეყანას წარმოშობილ უთანხმოებაზე ისაუბრებს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში გერმანიის უშიშროების სტრუქტურებში ორი სავარაუდო ამერიკელი ჯაშუშის გამოაშკარავების შესახებ გახდა ცნობილი. როგორც 11 ივლისს განაცხადა შტაინმაიერმა, აშშ-ისა და გერმანიის ურთიერთობა „ნდობასა და ურთიერთპატივისცემას უნდა ეფუძნებოდეს“. გერმანიის საგარეო უწყების თავკაცის თანახმად ქვეყნიდან აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენლის გაძევება „აუცილებელი ზომა“ იყო გერმანიის წინააღმდეგ ჯაშუშობის ახალი სამხილების გამო.

XS
SM
MD
LG