Accessibility links

logo-print

უკრაინის ხელისუფლება დაბომბვის შედეგად 30 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ იუწყება


უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ავაკოვის მრჩეველი იუწყება, რომ მემაბოხეების მიერ განხორციელებულ საარტილერიო დაბომბვაში დაახლოებით 30 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. „დაახლოებით 30 დაიღუპა და არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაიზარდოს“, - მოჰყავს ზორიან შკირიაკის სიტყვები “ როიტერსის სააგენტოს. გავრცელებული ინფორმაციით, პრორუსულად განწყობილმა მეამბოხეებმა სამთავრობო ჯარის ნაწილს ცეცხლი „გრადის“ ტიპის რეაქტიული დანადგარიდან გაუხსნეს. სხვა დეტალები უცნობია. ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც გრძელდება შეიარღებული დაპირისპირება სამთავრობო ჯარებსა და პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს შორის.

XS
SM
MD
LG