Accessibility links

logo-print

ნაღმზე აფეთქების შედეგად შვიდი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, გზაზე დამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად 7 პოლიციელი დაიღუპა ქვეყნის დასავლეთში. ღორის პროვინციის გუბერნატორის საიდ ანვარ რაჰმათის ცნობით, ინცინდენტი პროვინციის ერთ-ერთ ოლქში მოხდა. აფეთქებას წინ უძღოდა შეიარაღებული შეტაკება თალიბანის მებრძოლებსა და ავღანეთის პოლიციის რაზმს შორის, რომლის დროსაც რვა სავარაუდო ექსტრემისტი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG