Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო სერიოზულ ეჭვებს გამოთქვამს ისრაელის სამხედრო ოპერაციის კანონიერებაზე


გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ნავი პილაიმ განაცხადა, რომ ორგანიზაცია სერიოზულ ეჭვებს გამთქვამს ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განხორციელებული სამხედრო იერიშის კანონიერებაზე და მოუწოდებს ორივე მხარეს, რომ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები. ნავი პილაიმ 11 ივლისს შეახსენა ისრაელს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა ავალდებულებს მას გამოიყენოს პროპორციული ძალა და ერთმანეთისაგან გამიჯნოს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები, რათა თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ისრაელი მეოთხე დღეა აგრძელებს ღაზის სექტორზე იერიშებს როგორც ჰაერიდან, ისე ზღვიდან. ექსტრემისტული ორგანიზაცია ჰამასის მებრძოლები კი რაკეტებს უშენებ ისრაელის სიღრმეში მდებარე დასახლებულ პუნქტებს. იუწყებიან, რომ იერიშების დროს ასი პალესტინელი, მათ შორის ქალები და ბაშვები დაიღუპნენ.

XS
SM
MD
LG