Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერი: მსოფლიოს ზეწოლა ღაზის სექტორზე თავდასხმებს ვერ შეაჩერებს


ისრაელის პრემიერ-მინისტმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ საერთაშორისო ზეწოლას ის არ მოუხრის ქედს, და ვერ შეაჩერებს ღაზის სექტორზე ისრაელის არმიის იერიშებს. პრეს-კონფერენციაზე ნეტანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი გააგრძელებს თავდასხმებს, სანამ პალესტინელების მხრიდან არ შეწყდება ღაზიდან რაკეტების გატყორცნა. ჰამასის გაერთიანებამ ასევე განაცხადა, რომ არ აპირებს სამხედრო მოქმედების შეწყვეტას. ასზე მეტი პალესტინელი დაიხოცა ისრაელის თავდასხმების შედეგად. ისრაელი აცხადებს, რომ პალესტინელების მხრიდან 550 რაკეტა გაიტყორცნა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამამ ისრაელის პრემიერს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ ვაშინგტონს სურს ცეცხლის შეწყვეტს თაობაზე მოლაპარაკების დაწყებაში დახმარება გასწიოს.

XS
SM
MD
LG