Accessibility links

logo-print

შევარდნაძის დაკრძალვას აშშ-ისა და სხვა ქვეყნების დელეგაციები დაესწრებიან


ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით საქართველოში დღეს ჩამოდის აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვას დაესწრება. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ედუარდ შევარდნაძის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად თბილისს მაღალი რანგის სტუმრები სხვა ქვეყნებიდანაც ეწვევიან. კერძოდ თბილისში ელოდებიან აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვსა და სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს გალუსტ საჰაკიანს. ასევე ჩამოვლენ ავსტრიის, იაპონიის, ესტონეთის და ყირგიზეთის დელეგაციები. სტუმრებს შორის იქნებიან გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე-კანცლერი, ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი. ექსპრეზიდენტს კრწანისის რეზიდენციაში ხვალ დაკრძალავენ. ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამოქალაქო პანაშვიდები სამების ტაძარში იმართება.

XS
SM
MD
LG