Accessibility links

ჯონ კერი განაგრძობს შეხვედრებს ქაბულში


აშშ-ის სახელწმიფო მდივანი ჯონ კერი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება ავღანეთში, განაგრძობს შეხვედრებს, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებული დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით. 11 ივლისს კერი უკვე შეხვდა პრეზიდენტობის კანდიდატებს აბდულა აბდულასა და აშრაფ ღანის, რომელიც მეორე ტურის არჩევნების წინასწარი შედგებით დაახლოებით მილიონი ხმით უსწრებს მის მეტოქეს. დღეს კი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავღანეთის მოქმედ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხევდება. გასულ კვირაში ავღანეთის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატს ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც აღნიშნა, რომ ძალაუფლებისათვის ნებისმიერ უკანონო მოქმედება, აშშ-ის მხრიდან ავღანეთისათვის ფინანსური დახმარებას გამოიწვევს.

XS
SM
MD
LG