Accessibility links

logo-print

ევროკავშირის „შავ სიაში“ 11 უკრაინელი სეპარატისტი მოხვდა


ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციათა სიას თვითგამოცხადებული აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული ხელისუფლების 11 წარმომადგენლის სახელები დაემატა. ამ „შავ სიაზე“ ევროკავშირი კვირის დასაწყისში შეთანხმდა, თუმცა სანქცირებულთა ვინაობა მხოლოდ 12 ივლისს გახდა ცნობილი. „შავ სიაში“ მოხვდნენ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ბოროდაი, მისი ლუგანსკელი კოლეგა და ასევე ლუგანსკისა და დონეცკის თვითმარქვია ვიცე-პრემიერ მინისტრები. ევროკავშირის სანქციები ამ პირთათვის სამოგზაურო ვიზების გაცემის აკრძალვასა და ქონების დაყადაღებას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG