Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა არგენტინაში ჩასვლით განაგრძო ლათინურ-ამერიკული ტურნე


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც ტურნეს მართავს ლათინურ ამერიკაში, 12 ივლისს არგენტინაში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტ კრისტინა კირჩერს შეხვდა. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ნიკარაგუასა და კუბაში შეჩერდა, სადაც 11 ივლისს პუტინი კუბის პრეზიდენტ რაულ კასტროს შეხვდა და რამდენიმე სახელმწიფოთაშორის, მათ შორის კუბის კუნძულებზე ნავთობის საბადოების აღმოჩენის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. მოელიან, რომ რუსეთისა და არგენტინის პრეზიდენტები მოლაპარაკებების დროს ასევე მოაწერენ ხელს რამდენიმე ორმხრივ შეთანხმებას. არგენტინიდან კი ვლადიმირ პუტინი ჩავა ბრაზილიაში, სადაც 15-16 ივლისს, BRICS-ის სახელით ცნობილი განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG