Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს აფეთქებებმა ავღანეთში 10 კაცი იმსხვერპლა


10 კაცი დაიღუპა შაბათს მომხდარ აფეთქებებში სამხრეთ ავღანეთის ყანდაარის პროვინციაში. რვა სამოქალაქო პირი ავტომობილის ნაღმზე აფეთქების მსხვერპლი გახდა. აფეთქების შედეგად კიდევ ორი კაცი დაიღუპა ავღანეთის აღმოსავლეთ ნანგარჰარის პროვინციაში. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს ეჭვი აქვთ, რომ აფეთქებების უკან თალიბები დგანან. გაეროს მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ავღანეთში მომხდარი თავდასხმების შედეგად მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 17 %-ით გაიზარდა შარშანდელი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

XS
SM
MD
LG