Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარჩევნო კომისიის მონაცემებით საარჩევნო აქტიურობა პირველ ტურზე უფრო დაბალია


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 15:00 საათის მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში 415 078-მა ამომრჩეველმა მიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა 24,2% შეადგენს , - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა, ეკა აზარაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. შედარებისათვის, 15 ივნისს გამრთულ არჩევნების პირველ ტურში ანალოგიურ პერიოდში არჩევანი 28,94 %-ს ჰქონდა გაკეთებული. ამასთან, კომისიის ინფორმაციით, თბილისში აქტივობა 23,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება აქტივობას ოლქების მიხედვით, 15.00 საათის მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობა ხონში დაფიქსირდა, სადაც ამომრჩეველთა 44% -მა მიიღო მონაწილეობა. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ბათუმშია, სადაც 17,1%-მა მიიღო მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG