Accessibility links

logo-print

წუხელ აღმოსავლეთ უკრაინაში კიდევ ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა


აღმოსავლეთ უკრაინაში სამთავრობო ჯარების საგუშაგოებზე სეპარატისტთა მხრიდან განხორციელებული საარტილერიო და სარაკეტო იერიშების შედეგად, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, ხუთი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭო ავრცელებს. ამგვარად უკრაინის არმიის დანაკარგი 23-მდე გაიზარდა. "თითოეული ჩვენი დაღუპული ჯარისკაცის სიცოცხლისათვის, ექსტრემისტები ათობით და ასობით საკუთარი ჯარისკაცის სიცოცხლით აგებენ პასუხს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.

XS
SM
MD
LG