Accessibility links

logo-print

ერაყის უსაფრთხოების ძალებმა მოიგერიეს ისლამისტების შეტევა ჰადიტაში


ერაყის უსაფრთოხების ძალების ცნობით, მათ მოიგერიეს სუნიტი ისლამისტების შეტევა ჰადიტაში, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქში, რომელშიც ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი და ასევე რამადისა და ანბარის პროვინციის დამაკავშირებელი ტრასა მდებარეობს. 12 ივლისს განხორციელებული შეტევის დროს ერაყისა და ლევანტის ისლამისტური სახელმწიფოს სახელით ცნობილი ორგანიზაციის მებრძოლები ყუმბარსატყორცნებს და ავტომობილებზე დამაგრებულ ტყვიამფრქვევებს იყენებდნენ. ერაყის ხელისუფლების ცნობით ბრძოლაში 11 ექსტრემისტი და ოთხი პოლიციელი დაიღუპნენ. ჰადიტაში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს კვლავა ერაყის უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG