Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი და პოროშენკო ბრაზილიაში ფინალურ მატჩს დაესწრებიან


ბრაზილიის მთავრობის ცნობით უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დათანხმდა დაესწროს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩს, რომელსაც ასევე გეგმავს დაესწროს რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმერ პუტინი 13 ივლისს ჩადის ბრაზილიაში, სადაც 15-16 ივლისს, BRICS-ის სახელით ცნობილი განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯგუფის შეხვედრაში იმართება. ბრაზილიის პრეზიდენტ დილმა რუსეფის პრესმდივნის თანახმად, პეტრო პოროშენკომ 11 ივლისს განაცხადა ფინალურ მატჩზე დასწრების თანხმობა. ბრაზილიის მთავრობის კიდევ ერთი წევრი აცხადებს, რომ პოროშენკო და პუტინი ქვეყნის პრეზიდენტის დილმა რუსეფის სახელით გამართულ სადილსაც დაესწრებიან. მანამდე ორი ქვეყნის პრეზიდენტებისაფრანგეთის ნორმანდიაში მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ჯარების გადახმის წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერეონიის ფარგლებში, სულ რამდენიმე წუთით შეხვდნენ ერთმანეთს.

XS
SM
MD
LG