Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დასრულდა თვითმმართველობის არჩევნები


საქართველოში დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური დასრულდა. 12 ივლისს მერებსა და გამგებლებს იმ ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ამომრჩეველი ირჩევდა, სადაც არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა 15 ივნისის არჩევნებში 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს. თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ჩატარდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას დემოკრატიული და წარმატებული არჩევნების დასრულება მიულოცა. „მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ გაიმარჯვა დღეს, მე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა. მე მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ყველა ამომრჩეველს მიეცა საკუთარი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, დღეს ჩვენ დავადასტურეთ, რომ ჩვენ ვამკვიდრებთ დემოკრატიული, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნების პრაქტიკას საქართველოში", - აღნიშნა პრემიერმა. მერის არჩევნები გაიმართა თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმსა და ფოთში. გამგებლების არჩევნები კი ჩატარდა ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში. საქართველოს ოპოზიციური პარტიასა ადა არჩევნებში „ქართული ოცნების“ მთავარ მეტოქე „ერთიან ნაციონალური მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ მრავალ უბანში არჩევნებზე დაფიქსირდა უხეში დარღვევები, რის გამოც არჩევნების დემოკრატიულობაზე საუბარი შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG