Accessibility links

logo-print

გიორგი ოვაშვილის ფილმს „სიმინდის კუნძულს“ კარლოვი ვარის ფესტივალის მთავარი პრიზი გადაეცა


ქართველი რეჟისორის გიორგი ოვაშვილის ფილმი "სიმინიდის კუნძული" პრესტიჟული საერთაშორისო კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა. 12 ივლისს ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ კარლოვი ვარიში დასრულდა 49-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომლის საკონკურსო პროგრამაში 12 ნამუშევარს შორის წარდგენილი იყო ქართველი რეჟისორის, გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული“. შაბათს თბილისის დროით 22 საათზე სასტუმრო „ტერმალის“ დარბაზში დაიწყო კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო დოკუმენტური და მხატვრული ფილმების, ასევე რეჟისორების და საუკეთესო მსახიობების გამოვლენა. კინოფესტივალის მთავარი პრიზი „ბროლის გლობუსი“ გიორგი ოვაშვილის ფილმს „სიმინდის კუნძულს“ გადაეცა.

XS
SM
MD
LG