Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-სა და ირანს შორის მნიშვნელოვანი უთანხმოებაა ვენის მოლაპარაკების წინ


აშშ-ი და ირანი აცხადებენ, რომ მათ შორის მნიშვნელოვანი უთანხმოება არსებობს ვენაში დაგეგმილი შეხვედრის წინ, რომელიც 13 ივლისს იწყება. „ჩვენ შორის დიდი განხეთქილება არსებობს და ჩვენ უნდა მოვსინჯოთ, შეგვიძლია თუ არა პროგრესის მიღწევა“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ვენაში. ამერიკელი დიპლომატის ეს ფრთხილი რემარკა ეხმიანება ბირთვული პროგრამის თაობაზე მიმდინარე საერთაშორისო მოლაპარაკებებში ირანის დელაგაციის ხელმძღვანელის ვიცე-პრემიერის აბას არაქჩის განცხადებას. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად არაქჩის უთქვამს, რომ მთავარი პრობლემების ირგვლივ მხარეებმა ვერ შეძლეს უთანხმოების გადალახვა და უცნობია, მოხერხდება თუ არა პროგრესის მიღწევაო. 20 ივლისი ბოლო ვადაა, როდესაც საბოლოოდ უნდა დასრულდეს შეთანხმების ტექსტი, რომლის მიზანიცაა ირანმა შეაჩეროს ბირთვული იარაღის შექმნისათვის საჭირო ურანის გამდიდრება.

XS
SM
MD
LG