Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენმა მიუსამძიმრა, რუსეთი კი უკრაინას აფრთხილებს


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუსამძიმრა უკრაინას ჯარისკაცების დაღუპვის გამო. 12 ივლის სულ მცირე 4 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტული დაჯგუფებების მხრიდან დონეცკის რაიონის სოფელ მარიანკის მახლობლად განხორციელებული საარტილერიო იერიშის შედეგად. ეს მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ პირობა დადო, რომ შურს იძიებდა იმ 19 უკრაინელი ჯარისკაცის დაღუპვაზე, რომლებიც წინა დღით სეპარატისტული ძალების მიერ რეაქტიული საარტილერიო დანადგარებიდან განხორციელებული დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი "გარდაუვალი შედეგებით" დაემუქრა 13 ივლისს უკრაინას საზღვართან მომხდარი ინცინდენტის გამო, როდესაც უკრაინის მხრიდან ნასროლი საარტილერიო ჭურვის შედეგად რუსეთის ტერიტორიაზე ორი ქალი და ერთი კაცი დაიღუპნენ. ჭურვი საცხოვრებელ სახლის დაეცა რუსეთის პატარა ქალაქში, რომელიც დონეცკის და ლუგანსკის მახლობლად მდებარეობს.

XS
SM
MD
LG