Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ედუარდ შევარდნაძე მიწას მიაბარეს


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით, სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს ექსპრეზიდენტი უკანასკნელ გზაზე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებმა, საერთაშორისო დელეგაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა გააცილეს. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი, გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ვიცე კანცლერი ჰანს დიტრიხ გენშერი და მისი მეუღლე ბარბარა გენშერი, თურქეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ფარუქ ჩელიქი და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ოკტაი ასადოვი. ედუარდ შევარდნაძე 86 წლის ასაკში 7 ივლისს გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG