Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ავღანეთში პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმების შესახებ იუწყება


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის თანახმად, ორდღიანი მოლაპარაკებების შედეგად ავღანეთის პრეზიდენტობის ორ ძირითად კანდიდატთან, მიღწეულია შეთანხმება, რომელიც საარჩევნო ბიულეტენების საერთაშორისო მონიტორინგს ითვალისწინებს. ჯონ კერის თანახმად საერთაშორისო აუდიტს დაექვემდებარება ის რვა მილიონი ბიულეტენი, რომლებიც ავღანეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაითვალა. ხმების ხელახალი გადათვლა ქაბულში 13 ივლისს უნდა დაიწყოს. რეგიონებიდან კი საარჩევნო ყუთებს სამხედროების თანხმლებით გადაიტანენ.

XS
SM
MD
LG