Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორისტებმა ბაღდადში ათობით ქალი დახოცეს


დაახლოებით 30 კაცი, უმეტესწილად ქალები გახდნენ იმ შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლნი, რაც ბაღდადის ერთ-ერთ საცხოვრებელ კვარტალში მოხდა. პოლიციის თანახმად უცნობი შეიარაღებული პირები აღმოსავლეთ ბაღდადის ერთ-ერთ დასახლებაში ორ შენობაში შეიჭრნენ და 29 ქალი დახოცეს. როგორც იუწყებიან, დახოცილი ქალები, სავარაუდოდ, პროსტიტუტკები იყვნენ, რასაც თავდამსხმელების მიერ კარებზე დატოვებული მუქარის წარწერაც მოწმობს: „ასეთი ბედი ელის ყველა მეძავს“. პოლიცია ვარაუდობს, რომ სისხლისღვრა ექსტრემისტებმა მოაწყვეს. დაკავებულია რამდენიმე ეჭვმიტანილი.

XS
SM
MD
LG