Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყველა თვითმმართველ ქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურზე თვითმმართველი ქალაქების მერობის კანდიდატების ხმების დათვლა დაასრულა.კომისიის წინასწარი მონაცემების მიხედვით , თბილისში 727 უბნიდან, დავით ნარმანიამ 72.47% მიიღო, ნიკანორ მელიამ - 27.53%. ამასთან, ყველა თვითმმართველ ქალაქში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ლიდერობს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი ტური, რომელსაც 8 ქალაქის მერისა და 13 გამგებლის ვინაობა უნდა გადაეწყვიტა, 12 ივლისს ჩატარდა სქართველოს მასშტაბით.

XS
SM
MD
LG