Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: ხელისუფლების ნებაა უპრეცედენტო ბრძოლა ნარკოტიკებთან


გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტრომ უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღო, რაც ადასტურებს ხელისუფლების ნებას, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა უპრეცედენტო იყოს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მთავრობის სხდომაზე. „გასულ წელს ჩვენ 116 კილო ჰეროინი ამოვიღეთ, რაც იყო რეკორდი და ახლა ლექსომ ეს რეკორდი მოხსნა“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის საქმიანობის შეფასებისას. გასულ კვირას სამართალდამცავებმა 2,8 ტონა თხევადი ჰეროინი ამოიღეს.

XS
SM
MD
LG