Accessibility links

სტიქიამ ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა


ძლიერმა წვიმამ და მეწყერმა ლენტეხის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა და გარესამყაროს მოწყვიტა. განსაკუთრებით დაზარალდა სოფლები ფანგანი და ლევშერო. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მოვარდნილმა წყალმა ადგილობრივებს საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო მიწის ნაკვეთები დაუტბორა. წყალმა წაიღო პირუტყვი, განადგურებულია ნათესები. ამჟამად ადგილზე ტექნიკას ელოდებიან, რომ გაწმენდითი სამუშაოები დაიწყოს.ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია დაადგენს.

XS
SM
MD
LG