Accessibility links

უკრაინელმა სამხედროებმა ბოლო მოუღეს ლუგანსკის აეროპორტის ბლოკადას


უკრაინის განცხადებით, მისმა ჯარებმა ბოლო მოუღეს ბლოკადას, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ლუგანსკის აეროპორტისთვის ჰქონდათ მოწყობილი მეამბოხეებს. უკრაინელი სამხედროების ცნობით, საჰაერო დარტყმებს მძიმე დანაკარგი მოჰყვა რუსეთის მომხრე სეპარატისტების რიგებში. ამ წყაროს ცნობით, დანაკარგია დაჯავშნულ ბადრაგშიც, რომელიც უკრაინაში რუსეთის ტერიტორიიდან შევიდა. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ადმინისტრაციის ცნობით, ის საერთაშორისო თანამეგობრობას 14 ივლისს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლებიც ასახავს რუსეთის ტერიტორიიდან უკრაინაში შეჭრის შემთხვევებს. ამასობაში, რუსეთის ყოველდღიურმა გამოცემა „კომერსანტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლთან დაახლოებული წყაროს ცნობით, მოსკოვი განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ „წერტილოვანი დარტყმების“ საკითხს მას შემდეგ, რაც, როგორც მოსკოვი ირწმუნება, რუსეთის ტერიტორიაზე ჩავარდა უკრაინიდან გასროლილი ჭურვი. მოსკოვმა 13 ივლისს განაცხადა, რომ ინციდენტის შედეგად ერთი სამოაქალქო პირი დაიღუპა. უკრაინი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ მთავრობის ჯარები არასოდეს ესვრიან მეზოებლი სახელმწიფოს ტერიტორიას.

XS
SM
MD
LG