Accessibility links

logo-print

პარლამენტი 18 ივლისს აპირებს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას


საქართველო დაინტერესებულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისი ინფორმაციით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის პარლამენტში პროცედურა უკვე დასრულებულია, ევროპარლამენტი კი რატიფიკაციას შეკრებიდან მცირე ხანში განახორციელებს. ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას 18 ივლისს, რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს საქართველოს პარლამენტი. მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, სხდომას უცხოეთიდან მოწვეული სტუმრებიც დაესწრებიან.

XS
SM
MD
LG