Accessibility links

logo-print

ვენაში გაიმართება აშშ-ისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და მისი ირანელი კოლეგა, მოჰამად ჯავად ზარიფი, სავარაუდოდ, დღეს ვენაში შეხვდებიან ერთმანეთს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოსალაპარაკებლად. ჩვენი რადიოს სპარსულენოვანი სამსახური აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯონ კერი მზად არის, სათანადო დრო გამოყოს კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად და იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა ამ საკითხზე პროგრესის მიღწევა. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ვენიდან გაემგზავრნენ მას შემდეგ, რაც ირანს მოუწოდეს, დაყაბულდეს მთავარ მოთიხოვნებს. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგის განცხადებით, მხარეებს გარღვევისთვის არ მიუღწევიათ და კვლავაც რჩება აზრთა სხვაობა ურანის გამდიდრების საკითხის გარშემო.

XS
SM
MD
LG