Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი უკრაინას „შეუქცევადი შედეგებით“ ემუქრება


მოსკოვი უკრაინას „შეუქცევადი შედეგებით“ ემუქრება მას შემდეგ, რაც რუსეთში ადამიანი შეიწირა, როგორც მოსკოვი აცხადებს, უკრაინიდან გასროლილმა ჭურვმა. კრემლის პრესმდივნის ცნობით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა ინციდენტის გამო. თუმცა კიევი უარყოფს, რომ მისმა ჯარისკაცებმა ისროლეს ჭურვი საზღვრის მეორე მხარეს - ამ ბრალდებას კიევში „სრულ უაზრობას" უწოდებენ. უკრაინელი ოფიციალური პირების ვარაუდით, იერიში შესაძლოა, რუსეთის მომხრე სეპარატისტებმა მოაწყეს იმისი იმედით, რომ მათ მხარდასაჭერად კონფლიქტში რუსეთი ჩაერევა. მეამბოხეები, თავის მხრივ, უარყოფენ ასეთ ბრალდებას. უკრაინის ცნობით, სეპარატისტების 100-მდე ჯავშანტრანსპორტიორი და სატვირთო მანქანა გადავიდა რუსეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG