Accessibility links

logo-print

1 აგვისტოდან სავალდებულო გახდება გენმოდიფიცირებული პროდუქციის ქართულად მარკირება


კანონმდებლობის მიხედვით, ნებისმიერ პროდუქციაზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, შეიცავს თუ არა პროდუქცია გენმოდიფიცირებულ დანამატებს. სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში, მეწარმეს 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრება, კანონი ასევე ითვალისწინებს პროდუქციის სავაჭრო ქსელიდან ამოღებას.

XS
SM
MD
LG