Accessibility links

პაკისტანის არმია ზრდის ოპერაციის მასშტაბს ჩრდილოეთ ვაზირისტანში


პაკისტანის არმია აცხადებს, რომ ახალი იერიშები წამოიწყო მეამბოხეების სავარაუდო პოზიციებზე რეგიონებში, რომლებსაც ადგილობრივი ტომები მართავენ. პაკისტანის თვითმფრინავებმა და არტილერიამ 13 ივლისს დაბომბეს ექსტრემისტების პოზიციები მირანშაჰთან, რომელიც ჩრდილოეთ ვაზირისტანის დედაქალაქია. ამ რეგიონში ძლიერი პოზიციები აქვთ პაკისტანელ თალიბებს და ალ-ყაიდის მოკავშირე სხვა ექსტრემისტებს. პაკისტანის არმია ერთი თვეა ახორციელებს ოპერაციას ექსტრემისტების წინააღმდეგ. სამხედროების ცნობით, სამკვირიანი დაბომბვისა და ექსტრემისტებთან შეტაკებების შემდეგ , მათ გასულ კვირაში დაამყარეს კონტროლი მირანშაჰზე, რაც მიჩნეულია სამხედრო ოპერაციის პირველ მნიშვნელოვან მიღწევად. სამხედრო ოფიციალური პირების განცხადებით, 15 ივნისს დაწყებული ოპერაციის შედეგად მოკლულ იქნა ასობით ექსტრემისტი. იუწყებიან ასევე, რომ რეგიონიდან გაიქცა მილიონამდე სამოქალაქო პირი.

XS
SM
MD
LG