Accessibility links

logo-print

თბილისის წყალი


თბილისის ზოგიერთი უბნის მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ მათთან წყალი კვირაში სულ ცოტა ერთხელ ან ორჯერ მაინც, რამდენი საათით ან მთელი დღის განმავლობაში წყდება. მართალია, ბოლო დროს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავარიებისა და წყლის სავარაუდო შეწყვეტის შესახებ მოსახლეობას წინასწარ ადრთხილებს, თუმცა ხალხი ამბობს, რომ ეს მათთვის შეღავათი არ არის - მათ წყლის გამუდმებით შეგროვება ან ყიდვა უწევთ. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მათ მემკვიდრეობად წყალგაყვანილობის მოძველებული სისტემა ერგოთ, რომლის განახლება-რეაბილიტაციაც დღემდე გრძელდება. რატომ წყდება წყალი დედაქალაქში და რამდენად ვარგისია ის სასმელად, ვინ არის პასუხისმგებელი თბილისის წყლის სისუფთავეზე?

XS
SM
MD
LG