Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყელი ქურთების ლიდერი თურქეთის ლიდერებს შეხვდება


ერაყელი ქურთების ავტონომიის პრეზიდენტი მასუდ ბარზანი დღეს ანკარაში შეხვდება თურქეთის ლიდერებს. დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ აბდულა გიულთან და პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან. ბარზანი აცხადებს, რომ ერაყელი ქურთები რამდენიმე თვეში გამართავენ რეფერენდუმს დამოუკიდებლობის საკითხზე. მისი თქმით, ერაყი, ფაქტობრივად, უკვე დანაწევრებულია სუნიტი ექსტრემისტების ჯგუფ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ერაყის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაპყრობის შედეგად. „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც ადრე ცნობილი იყო სახელწოდებით „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“, "სახალიფო" გამოაცხადა სირიასა და ერაყში დაპყრობილ ტერიტორიებზე. თურქეთი, რომელსაც ასევე ჰყავს ქურთული უმცირესობა, მხარს უჭერს ერაყის ტერიტორიულ მთლიანობას.

XS
SM
MD
LG