Accessibility links

ღაზის სექტორში პალესტინელები თავს აფარებენ სკოლებში გახსნილ ბანაკებს


ათასობით პალესტინელი გარბის ღაზის სექტორის ჩრდილოეთიდან, სადაც ისრაელი, მისივე განცხადებით, აპირებს გააგრძელოს სამხედრო ოპერაცია. გაეროს ინფორმაციით, 17 ათასამდე პალესტინელმა მიაშურა საგანგებო ბანაკებს, რომლებიც გაერომ ღაზის სექტორის 20 სკოლაში აღმართა. ისრაელმა 8 ივლისს წამოიწყო ოპერაცია, როგორც ის აცხადებს, ღაზის სექტორიდან ჰამასის სარაკეტო იერიშებზე საპასუხოდ. სამხედროები იუწყებიან 1300-ზე მეტი საჰაერო დარტყმის განხორციელების შესახებ მაშინ, როცა პალესტინელმა ექსტრემისტებმა 800-ზე მეტი რაკეტა ესროლეს ისრაელს. ღაზაში პალესტინელების ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაღუპულია 166 ადამიანი, მათ შორის ათობით სამოქალაქო პირი. ისრაელის მხარეზე არავინ დაღუპულა, მაგრამ არიან დაჭრილები.

XS
SM
MD
LG