Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ცნობით, ჩამოგდებულია უკრაინის სატრანსპორტო თვითმფრინავი


უკრაინის სახელმწიფო უშიშროების და თავდაცვის საბჭოს წარმომადგენლის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, თვითმფრინავ ან-26-ის ბოტზე, რომელიც ლუგანსკის რეგიონში ჩამოაგდეს, შვიდი სამხედრო და ერთი ტვირთის თანმხლები პირი იყვნენ. ცნობით მათთან კავშირი დამყარდა და ისინი ცოცხლები არიან. არაფერია ნათქვამი ცნობაში, მათი ტყვედ ჩავარდნის შესახებ. უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ვალერი ჰელეტეი აცხადებს, რომ უკრაინის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოაგდო რაკეტამ, რომელიც, როგორც ჩანს, რუსეთის ტერიტორიიდან ისროლეს. ჰელეტეის განცხადებით, რომელიც მან დღეს გააკეთა, თვითმფრინავი იმყოფებოდა 6500 მეტრის სიმაღლეზე - ეს კი ნიშნავს მეტისმეტად დიდ სიმაღლეს იარაღისათვის, რომელსაც ფლობენ რუსეთის მომხრე სეპარატისტები, უკრაინელ სამხედროებთან დაპირისპირებაში. ოფიციალური პირების ცნობით, ჩამოგდებული თვითმფრინავის ეკიპაჟის ზოგ წევრს კონტაქტი აქვს უკრაინელ სამხედრო ოფიციალურ პირებთან. გავრცელებული ინფორმაციით, სეპარატისტების ლიდერებმა იკისრეს პასუხისმგებლობა დიდი თვითმფრინავის ჩამოგდებაზე.

XS
SM
MD
LG