Accessibility links

logo-print

ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის თავდასხმები გრძელდება


ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის თავდასხმები გრძელდება მიუხედავად ევროკავშირისა და გაეროს მოწოდებებისა, რომ მხარეები ზავზე შეთანხმდნენ. პალესტინელი ოფიციალური პირების მონაცემებით, შვიდ დღეში მას შემდეგ, რაც ისრაელმა საჰაერო დარტყმები დაიწყო, დაღუპულია 173 ადამიანი. მათი უმრავლესობა სამოქალაქო პირები არიან. ცნობების თანახმად, სულ ცოტა, 17 ათასი პალესტინელი გაიქცა სახლებიდან. ისრაელის მხარეზე არავინ დაღუპულა, თუმცა არიან დაჭრილები. ევროკავშირმა 14 ივლისს გამოაცხადა, რომ მუშაობს ზავის მისაღწევად.

XS
SM
MD
LG