Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში იმართება აშშ-ისა და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და მისი ირანელი კოლეგა მოჰამად ჯავად ზარიფი შეხვედრას მართავენ ვენაში, სადაც მნიშვნელოვანი შედეგების გარეშე გრძელდება მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ჩვენი რადიოს სპარსულენოვანი სამსახური აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯონ კერი მზად არის, სათანადო დრო გამოყოს კრიზისის მოგვარებაზე მოსალაპარაკებლად და იმის დასადგენად, შესაძლებელია თუ არა ამ საკითხზე პროგრესის მიღწევა. ორი ქვეყნის საგარეო უწყებათა ლიდერების შეხვედრა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, რადგან უკვე სამი ათწლეულია, აშშ-სა და ირანს შეწყვეტილი აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა. ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ვენიდან გაემგზავრნენ მას შემდეგ, რაც ირანს მოუწოდეს, დაყაბულდეს მთავარ მოთიხოვნებს. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, უილიამ ჰეიგის განცხადებით, მხარეებს გარღვევისთვის არ მიუღწევიათ და კვლავაც რჩება აზრთა სხვაობა ურანის გამდიდრების საკითხის გარშემო. მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა - კერძოდ, გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდივი წევრი და გერმანია ირანისაგან მოითხოვენ ურანის გამდიდრების პროგრამის მკვეთრად შეკვეცას მაშინ, როცა ირანს სურს მისი, პირიქით, გაზრდა.

XS
SM
MD
LG